7 დეკემბერი, 2016

სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკოლა თბილისში

1sofikoთბილისში საჯარო სკოლას ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავის სოფიკო ჭიაურელის სახელი მიენიჭა.

ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 54-ე სკოლაში ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საქართველოს დამსახურებული არტისტის მემორიალური დაფა გაიხსნა.

სოფიკო ჭიაურელის სახელობის სკოლაში გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ სოფიკო ჭიაურელის ოჯახის წევრები, კოლეგები, მისი შემოქმედების მოყვარულები და განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

მსახიობი 8 წლის წინ 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.