28 დეკემბერი, 2016

“რითი ფიქრობს ჩვენი სახელწიფო?”

ახალგაზრდა რეჟისორი მარიამ ჭაჭია ეროვნული კინოცენტრისთვის ბიუჯეტის შემცირების თემას ეხმაურება და სახელმწიფოს მეტი დაფიქრებისკენ და შექმნილი სიტუაციის ანალიზისკენ მოუწოდებს.

მარიამ ჭაჭია:

“რითი ფიქრობს ჩვენი სახელწიფო? გარდა იმისა, რომ ბოლო წლების მანძილზე ქართველმა რეჟისორებმა საოცარი ნამუშევრები შექმნეს და ქართული კინო მსოფლიო მაშტაბით ძალიან მაღალ ლეველზე აიყვანეს, ეკონომიური თვალსაზრისითაც დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ბიუჯეტში.

ვერც ერთი ქართული ფილმი ვერ ხორციელდება მხოლოდ ქართული ფინანსებით, მეტიც, ფილმების ძირითადი ნაწილი უცხოური დაფინასებითაა დასრულებული. საბოლოო ჯამში ეს ფული (დიდი ნაწილი) ჩვენს ქვეყანაში შემოედინება და ჩვენივე ხალხს ხმარდება, არა?

უცხოური ფონდებიდან ძალიან ჭირს ფულის მოპოვება ფილმისათვის, თუკი შენი ქვეყნიდან არანაირი ფინანსური მხარდაჭერა არ გაქვს! გადმოიღეთ განხორციელებული ფილმების ბიუჯეტები, ევროპიდან და აზიიდან შემოდინებული თანხების ანალიზი გააკეთეთ და მერე დაგვიქვითეთ ბიუჯეტი.

იქნებ იმის დროა, რომ ბიუჯეტი მოუმატოთ და საშუალება მისცეთ მეტ რეჟისორს მეტი ფული შემოიტანოს მსოფლიოდან და ნაკლები პრემიები გადაირიცხოთ ჩვენი შემოტანილი ფულიდან!”