9 დეკემბერი, 2016

პატრიარქის იუბილე ქართველი ვარსკვლავების მონაწილეობით

4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაბადების დღეა.

მის უწმინდესობას 84 წელი უსრულდება. ამ დღეს ოპერის თეატრში გაიმართება უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო…

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, სამების ტაძრის საპატიარქო გუნდი, ნინო სურგულაძე, ლადო ათანელი, ბადრი მაისურაძე, ვაკო შიუკაშვილი, მარიამ როინიშვილი, სპეციალური მოწვევით ცნობილი ჩელისტი მიშა მაისკი და დირიჟორები ნიკოლოზ რაჭველი, ზვიად ბოლქვაძე და სვიმონ ჯანგულაშვილი.

პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

საღამოს ორგანიზატორი საქართველოს კულტურის პალატა და მისი პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილია.