6 დეკემბერი, 2016

დემნა გვასალიას კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

demna-balenciagaქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში სულ უფრო წარმატებული და აღიარებული ხდება. მის მიერ მაღალი მოდის კვირეულებზე წარდგენილი კოლექციები უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს.

წლის ბოლოს The Fashion Awards 2016-ის სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი ლონდონში ROYAL ALBERT HALL-ში გაიმართა, სადაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილმა და გავლენიანმა მოდის კრიტიკოსებმა, დიზაინერებმა, მოდელებმა, მსახიობებმა და მომღერლებმა მოიყარეს თავი.

წლის საერთაშორისო დიზაინერად Balenciaga-ს ქართველი დირექტორი და Vetements-ის კოლექციის შემქმნელი დემნა გვასალია დასახელდა.

დემნა სცენაზე მსოფლიო ვარსკვლავმა მერილინ მენსონმა მიიწვია. ქართველი დიზაინერი სცენაზე თავის ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად ავიდა. ისინი Vetements-ს ერთობლივად უძღვებიან.