მუსიკოსი გირშელ ჯავახიშვილი 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხელოვანი ფართო საზოგადოებამ “ვანოს შოუდან” გაიცნო, სადაც წლების განმავლობაში ბენდთან ერთად უკვრავდა.
გირშელი საქართველოდან ამერიკაში 6 წლის წინ კარიერის გასაგრძელებლად წავიდა. მას ექიმებმა სიმსივნე – ძვლის კიბო დაუდგინეს.
კოლეგის დასახმარებლად ქართველმა ხელოვანებმა საქველმოქმედო კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები ჩაატარეს.
გირშელმა ქიმიოთერაპიის კურსები ჩაიტარა, თუმცა დაავადება გართულდა და მისი გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს.