Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ხელოვნების ქურუმი ოთარ ბაღათურიას

21 დეკემბერი, 2016

ხელოვნების ქურუმი ოთარ ბაღათურიასრეჟისორს, დრამატურგსა და მსახიობს ოთარ ბაღათურიას 75 წლის იუბილეზე ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.

„ვინ დაიცავს დღეს, ავი ლომისაგან ტყეს”, „ამიკო”, „საშობაო ზღაპარი”, „მეფე ლირი თავშესაფარში“ – ეს იმ პიესების ჩამონათვალია, რომლებიც ავტორიც საქართველოს დამსახურებული არტისტი, სახელმწიფო და სანდრო ახმეტელის სახელობის პრემიების ლაურეატია.

სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრში მან საკუთარი პიესის მიხედვით დადგა სპექტაკლი „ჭურში?!“. მისი პიესა „მეფე ლირი თავშესაფარში“ კი საუკეთესო პიესად არის აღიარებული.

ოთარ ბაღათურია თავად იყო რეჟისორი და სცენარის ავტორი ფილმისა „ბოთე“.

ამჟამად ოთარ ბაღათურია თბილისი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორია. 2013 წელს, ამავე თეატრის წინ მისი სახელობითი ვარსკვლავი საზეიმოდ გაიხსნა.