Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სანკტ-პეტერბურგში რუსთაველის ძეგლი დაიდგა

16 დეკემბერი, 2016

სანკტ-პეტერბურგში რუსთაველის ძეგლი დაიდგარუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში შოთა რუსთაველის ძეგლი დაიდგა.

ძეგლი რუსთაველის 850 წლის საიუბილეოდ სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოებისა და ამავე საზოგადოების საკნტ-პეტერბურგის ფილიალის თავმჯდომარის ავთანდილ ბუთხაშვილის ძალისხმევით დადგეს.

შოთა რუსთაველის ძეგლის სიმაღლე 340 სანტიმეტრია, სიგანე 56 სანტიმეტრი, ქანდაკების ავტორი კი ზურაბ წერეთელია.

რუსთაველის ძეგლი სანკტ-პეტერბურგში სიმბოლურად რუსთაველის ქუჩაზე 56 ნომერში განთავსდა.