Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სამსახურიდან გათავისუფლებულ პოეტს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა

12 დეკემბერი, 2016

სამსახურიდან გათავისუფლებულ პოეტს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურაახალგაზრდა ქართველმა პოეტმა ნიკა ჩერქეზიშვილმა სამსახურიდან გათავისუფლების გამო, კანცელარიასთან აქცია დაიწყო.

მის სამსახურიდან გაშვებას საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:

“ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა 2015 წლის პირველი მაისიდან, ექვსთვიანი გამოსაცდელი ვადით.

გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება მოხელის პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პირადი თვისებების შესაბამისობა დაკავებულ თანამდებობასთან.

დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის შესაბამისად, მოსამსახურე შეიძლება გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის სათანადოდ დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე. ასე მოხდა ბ-ნ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის შემთხვევაშიც, მისი განთავისუფლება მოხდა სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით. მოგეხსენებათ, რომ ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ჩვენთვის ძალიან ძვირფასია თითოეული თანამშრომელი. ბატონი ნიკას სამსახურში აყვანა, ისევე, როგორც მისი შემდგომი გათავისუფლება, მოხდა კანონის სრული დაცვით.

ჩვენ მოვუწოდებთ მას, შეწყვიტოს პროტესტის ეს ფორმა და გამოვთქვამთ მასთან შეხვედრის გამართვის მზადყოფნას.”