Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

პაოლო იაშვილის სახლი ინგრევა

8 დეკემბერი, 2016

1paolo-iashviliცისფერყანწელების ერთ-ერთი წევრის პაოლო იაშვილის სახლი ინგრევა. შენობა თბილისის შუაგულში – სოლოლაკშია განთავსებული.

პაოლო იაშვილის 7 ნომერში სულ სამი მაცხოვრებელია. ერთ-ერთ ბინაში ქართველი რეჟისორის გიგა ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმია განთავსებული.

ინფორმაციას სახლის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით, გიგა ლორთქიფანიძის მეუღლე, მსახიობი ქეთევან კიკნაძე ავრცელებს:

“მივმართავ მთაწმინდის რაიონის, კერძოდ, სოლოლაკის გამგებელს!

გთხოვთ, გაგვირემონტოთ სადარბაზო, აქ გიგა ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმია, სულ სამი მაცხოვრებელია და 3 სართულია.

არ თქვათ, რომ არ წაგიკითხავთ. მისამართი: პაოლო იაშვილის 7 ნომერი, ეს პაოლო იაშვილის სახლია, რომელიც ინგრევა.”