Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ნიჭიერთა ათწლედი” წინასაახალწლო კონცერტს გამართავს

21 დეკემბერი, 2016

"ნიჭიერთა ათწლედი" წინასაახალწლო კონცერტს გამართავს25 დეკემბერს, კვირას თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედის” მოსწავლეები ტრადიციულად წინასაახალწლო კონცერტს გამართავენ.

სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედის“ საბავშვო ორკესტრი, გუნდი და სიმებიანი კვარტეტი მსმენელს ძალიან სახალისო და საზეიმო პროგრამას წარუდგენს და წინასაახალწლო სადღესასწაულო განწყობას შეუქმნის.

კონცერტი სავაჭრო ცენტრ „ჯითისი“-ში ვეკუას ქუჩა N3-ში 14 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება მსურველთათვის თავისუფალია.