Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნინო სურგულაძის საჩუქარი ობოლ დებს

29 დეკემბერი, 2016

ნინო სურგულაძის საჩუქარი ობოლ დებსნინო სურუგლაძემ და საქველმოქმედო ფონდმა “ნატვრის ხე” დიდ საკონცერტო დარბაზში საახალწლო საქველმოქმედო გალაკონცერტი გამართა და შეგროვილი თანხით იმ ბავშვების დახმარება გადაწყვიტა, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ.

საქველმოქმედო საღამოს დასასრულს, ნინო სურგულაძემ, ფონდმა “ნატვრის ხემ” და კომპანია “სოკარმა” ობოლ დებს ლინდა და ლიზა ღაჭავებს სამოთახიანი ბინა აჩუქეს, რომელიც სრულიად კეთილმოწყობილია და ავეჯითა და ტექნიკითაც არის აღჭურვილი.

გოგონებს მამიდა ზრდის და ისინი უმძიმეს პირობებში უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ. “სოკარი” ლინდას და ლიზას 18 წლამდე ყოველთვიური დახმარებითაც უზრუნველყოფს.