Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ნატო ვაჩნაძის ძეგლი თბილისში

17 დეკემბერი, 2016

ნატო ვაჩნაძის ძეგლი თბილისშიქართველი ქალის სილამაზის ეტალონად აღიარებული მსახიობის ნატო ვაჩნაძის ძეგლი თბილისში დაიდგმება.

კინორეჟისორების ელდარ და გიორგი შენგელაიების დედის ქანდაკების ავტორი ლევან ვარდოსანიძეა.

ნატო ვაჩნაძის ბრინჯაოს ძეგლი 2.20 მეტრის სიმაღლისაა. ძეგლი აღმაშენებლის გამზირზე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის წინ უკვე დამონტაჟებულია. მისი გახსნა უახლოეს დღეებში იგეგმება.

მსახიობი 49 წლის ასაკში თავის დაბადების დღეზე ტრაგიკულად დაიღუპა. მოსკოვი-თბილისის რეისმა, რომლითაც ქართული კინოს ვარსკვლავი მგზავრობდა, ავიაკატასტროფა განიცადა.

ნატო ვაჩნაძის ძეგლი თბილისში