Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მიხეილ გიორგაძეს ახალ ბრალდებებს უყენებენ

9 დეკემბერი, 2016

მიხეილ გიორგაძეს ახალ ბრალდებებს უყენებენსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს ახალ ბრალდებებს უყენებენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას კვლევის „მინისტრის ბინაში რეგისტრირებული კომპანია სახელმწიფოს მილიონზე მეტი ვალით“ შედეგები გააცნო.

კვლევა ეხება, სახელმწიფოსა და შპს ინტერნეიშენალ ივენთს შორის 2005 წელს გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების დეტალებს, რომლის მიხედვითაც ინტერნეიშენალ ივენთს, თბილისის საკონცერტო დარბაზი (ფილარმონია) 49 წლიანი იჯარით გადაეცა.

შპს ინტერნეიშენალ ივენთის მეწილეები, 2014 წლის შემოდგომამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი – მიხეილ გიორგაძე, მინისტრის მოადგილე – კახი კანდელაკი და სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდის დირექტორი დავით მენაბდე იყვნენ.

კომპანიაში მათი წილის ფლობის დროს შპს ინტერნეიშენალ ივენთს სახელმწიფოს წინაშე 700,000 ლარზე მეტი ჰქონდა დავალიანება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.

დღეისათვის, ჯამურად დავალიანება 1,245,000 ლარზე მეტს შეადგენს. კომპანია 2011 წლიდან მოყოლებული არ იხდის თბილისის საკონცერტო დარბაზის მართვის საზღაურს. ამასთან, როგორც საიასათვის გახდა ცნობილი თბილისის საკონცერტო დარბაზის დიდი სცენის ერთი დღით დაქირავების საფასური 15,000 ლარიდან იწყება, ხოლო ივენთ-ჰოლის 6,000 ლარიდან.

გარდა ზემოთ ხსენებულისა, ინტერნეიშენალ ივენთსი:

სისტემატიურად არღვევს ხელშეკრულებით ნაკისრს ვალდებულებს;

კომპანიამ ვერ უზრუნველყო 5,000,000 აშშ დოლარის ინვესტიციის სრულად განხორციელება;

კომპანიის მიერ დროულად არ ხდება შესაბამისი ანგარიშების სახელმწიფოსათვის წარდგენა.

კომპანიის იურიდიულ მისამართად დღემდე რჩება ქ. თბილისი გაბაშვილის ქ. N1 მდებარე უძრავი ქონება, რომელიც ამავდროულად საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის – მიხეილ გიორგაძის საკუთრებას წარმოდგენს. აღნიშნული აძლიერებს ეჭვს, რომ მინისტრის ფორმალურად არის ჩამოშორებული კომპანიას და რეალურად მას დღემდე გააჩნია ინტერესები ინტერნეიშენალ ივენთსში.

საიას მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ:

სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილება და ინტერნეიშენალ ივენთსის მიერ არაერთხელ დარღვეული სახელშეკრულებო ვალდებულებების შემდეგ, შეწყვიტოს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება;

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ ყველა ღონე უნდა იხმაროს რომ შპს ინტერნეიშენალ ივენთსმა სრულად დაფაროს სახელმწიფოს წინაშე არსებული დავალიანება;

იხილეთ კვლევა

თავის მხრივ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ ამ ხარვეზს აუცილებლად გაასწორებს.