Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

მარიამ მაჩაიძის მასტერკლასი „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებისთვის

6 დეკემბერი, 2016

mariammmThe Juilliard School-ის და Hochschule für Musik Hanns Eisler-ის მაგისტრი, მევიოლინე მარიამ მაჩაიძე მასტერკლასს ჩაატარებს.

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედში“ (მისამართი ალექსანდრე ჭავჭავაძის 19ა) მევიოლინე დაინტერესებულ საზოგადოერბას შეხვდება.

მასტერკლასი 7 დეკემბერს 13 საათზე დაიწყება და მსმენელთათვის დასწრება თავისუფალი იქნება.