Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დემნა გვასალია წლის ადამიანია

20 დეკემბერი, 2016

დემნა გვასალია წლის ადამიანია2016 წლის მიწურულს გამოცემამ The Business of Fashion რჩეულები გამოავლინა.

გამოცემამ ბალენციაგას ქართველი დირექტორი დემნა გვასალია წლის ადამიანად დაასახელა და საკმაოდ ვრცელი სტატიაც მიუძღვნა.

სტატიაში წერია, რომ დემნამ თავისი ხედვით გავლენა მოახდინა მოდის სამყაროზე და მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. მის მიერ შექმნილი კოლექციები ელვის სისწრაფით იყიდება, დემნას მიერ შექმნილ სამოსს კი მსოფლიოს ვარსკვლავები ატარებენ.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც The Business of Fashion-მა ქართველი დიზაინერს ყურადღება მიაქცია. დემნა გვასალია წელს თებერვალში გამოცემის ყდაზეც მოხვდა.