Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გაგრძელდება თუ არა “ხელოვნერი სუნთქვა”?

31 დეკემბერი, 2016

გაგრძელდება თუ არა "ხელოვნერი სუნთქვა"?ქართული სერიალი “ხელოვნური სუნთქვა” მაყურებელში სუპერ პოპულარულია. შემოქმედებითმა ჯგუფმა ტელემაყურებელს ორი სეზონი შესთავაზა და წლის ბოლოს საგანგებო განცხადება გაავრცელა:

“ხელოვნური სუნთქვის მთელი შემოქმედებითი ჯგუფის სახელით გიხდით უდიდეს მადლობას ჩვენთან ერთად გატარებული ყველა საღამოსთვის!

ორი სეზონის განმავლობაში მუდმივად ვიღებდით თქვენგან, ამ სერიალის მაყურებლებისგან, მხარდაჭერის და სიყვარულის გამომხატველ წერილებს, შექებას, კრიტიკას, ცრემლებს, სიცილს, ემოციებს და განცდებს, იმ ყველაფერს, რამაც მოგვცა უდიდესი ენერგია ამ მასშტაბური პროექტის განსახორციელებლად. მადლობას გიხდით ამისთვის მხოლოდ თქვენ, უკლებლივ ყველა მესიჯის, კომენტარის და სტატუსის ავტორს!

მეორე სეზონი დასრულებულია. რაც შეეხება სერიალის გაგრძელებას – ამ ეტაპზე უცნობია, იქნება თუ არა ხელოვნური სუნთქვის მესამე სეზონი.”

სერიალის შემოქმედებითი გუნდის შემდეგ, “ხელოვნურ სუნთქვასთან” დაკავშირებით განცხადება “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც გააკეთა:

“ვეხმაურები ძალიან ბევრი ტელემაყურებლის შეკითხვას, საყვედურს, თხოვნას, მოთხოვნას, მუქარასაც კი.

სერიალი “ხელოვნური სუნთქვა” ამ ეტაპზე ვერ გაგრძელდება, რ2-ის წინააღმდეგ სახელმწიფოს ორწლიანი კამპანიის შედეგად არხზე შექმნილი ფინანსური მდგომარეობის გამო. სამწუხაროდ, ჩავთვალეთ, რომ სხვა პრიორიტეტების დაფინანსება უფრო მნიშვნელოვანია. იმედია, უკეთესი დრო დადგება და თქვენი საყვარელი სერიალიც გაგრძელდება.”