Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ახლა ვზივართ და თავს ვიკლავთ…”

29 დეკემბერი, 2016

"ახლა ვზივართ და თავს ვიკლავთ..."რეჟისორი და კინომსახიობთა თეატრის მსახიობი ქეთი დოლიძე საქართველოს მთავრობის მიერ ოპტიმიზაციის საკითხს ეხმაურება და კულტურის სამინისტროს ფინანსური დეპარტამენტის ჩინოვნიკის მოთხოვნას ასაჯაროვებს.

ქეთი დოლიძე:

“არცერთ ჩინოვნიკს არ მოაკლდა ხელფასიდან არც ერთი თეთრი!!! უბრალოდ თავისივე კოლეგები გაუშვეს სახლში! თვითონ არ მოიკლეს არც ერთი თეთრი! მოგვაკლდა მარტო თეატრებს!

ახლა ვზივართ და თავს ვიკლავთ და მართლა გვეტირება!!!! არცერთ ადამიანს ჩვენი თეატრი არ შეელევა! ვერ შეელევა! ისედაც ცოტანი ვართ! რას ჰქვია, არ უშვებთ ხალხსო, იკლავს თავს კულტურის სამინისტროს ჩინოვნიკი ფინანსური დეპარტამენტიდან! არ უშვებთ და მორჩა! არ ვუშვებთ!

თვითონ ხომ კარგად შეხვდება ახალ წელს თავისივე სამსახურიდან გაშვებული კოლეგის ხარჯზე? რატომ აღმოვჩნდით ამ დღეში?”