19 დეკემბერი, 2016

“ყველაფერს აქვს საზღვარი!”

“როდემდე უნდა გაგრძელდეს ბავშვების და შემდგომში მოზარდების, ან უკვე ნამდვილი ხელოვნების მუშაკების დისკრიმინაცია!!! რას გვერჩით?!! ხელოვნება ხომ სწორედ ის სფეროა, რომელზედაც ნამდვილად დგას კაცობრიობის გადარჩენის ზღვარი! ხელოვნებაა სწორედ ის სფერო, რომელიც ასაზრდოებს და ალამაზებს ადამიანის სულს!” – აცხადებს სტუდია “ბეღურას” ხელმძღვანელი ქეთი ქვარიანი:

“ყველაფერს აქვს საზღვარი!!! მეკითხებით რას ვფიქრობ??? ღმერთო, არასოდეს არ მივსულვარ ამ ზღვარზე, რომ ასე მწარედ მეთქვას რას ვფიქრობ!!! ცა გვენგრევა თავზე!!! საზღვარი არ აქვს განუკითხაობას!!! არავის ადარდებს ადამიანები და კერძოდ – ბავშვები და მათი მომავალი! მხოლოდ დოლასის კურსია მთავარი და მოგება, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია თურმე ვიდრე ჩვენი შვილების სულიერი აღზრდა!

დღეს წერილი მომივიდა ჩემი დირექციისგან და არა მარტო მე, ყველა ჩემს კოლეგას კულტურის სახლში, რომ გადასახადი გადავიხადო დოლარის იმ კურსით იანვრიდან, რომელიც იქნება იანვრის თვიდან! ანუ ამ წუთში ეს უდრის იმ თანხის გაორმაგებას, რასაც ამჟამად ვიხდით!
ე.ი. თუ ჩემი სტუდიის მოსწავლეები სიტყვაზე იხდიან 80 ლარს, ეს თანხა უნდა გახდეს ორმაგი – 160 ლარი. ანუ ეს შეუძლებელს ხდის სტუდიის არსებობას, იმიტომ რომ ამას ვერცერთი (თუნდაც შეძლებული) მშობელი ვერ შეძლებს! ან უბრალოდ უნდა ვიმუშაოთ მხოლოდ იმის გამო, რომ დავფაროთ მხოლოდ კულტურის სახლის გადასახადი და ჩვეეენ??? ვის რაში ეკითხება როგორ ვიარსებებთ??? ეს არის სრული აბსურდი!!! ანუ გვებრძვიან, რომ არ იარსებოს არანაირმა ხელოვნების სტუდიებმა, არანაირმა სასწავლო და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, ვერ განვავითაროთ ჩვენი მომავალი თაობის ვერანაირი ნიჭი და უნარები, ვერ აღმოვაჩინოთ ნიჭიერი თაობა, თუნდაც ეს უბრალოდ ადამიანების სულიერი კეთილდღეობისთვის კეთდებოდეს მხოლოდ! (უეჭველად ყველა ვერ იქნება ნამდვილი მომღერალი და ხელოვანი, მაგრამ ეს მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან სულიერ გარდაქმნას იწვევს, ეხმარება ცხოვრების სირთულეების აღქმაში და დაძლევაში. სტუდიაში სწავლობენ ისეთი მოსწავლეებიც, რომელთათვისაც, აქ სწავლას ელემენტარულად ფსიქოლოგიური მკურნალობის მნიშვნელობა აქვს.)

და ეს ყველაფერი არაა! გვყავს ნიჭიერი და ხელმოკლე აღსაზრდელებიც, უნდა გადავიხადოთ იმის გამო, რომ მოგვისმინონ, იმის გამო, რომ სიხარული მივანიჭოთ, იმის გამო, რომ დავამტკიცოთ, რომ რაღაც შეგვიძლია!!!!

როდემდე უნდა გაგრძელდეს ბავშვების და შემდგომში მოზარდების, ან უკვე ნამდვილი ხელოვნების მუშაკების დისკრიმინაცია!!! რას გვერჩით?!! ხელოვნება ხომ სწორედ ის სფეროა, რომელზედაც ნამდვილად დგას კაცობრიობის გადარჩენის ზღვარი! ხელოვნებაა სწორედ ის სფერო, რომელიც ასაზრდოებს და ალამაზებს ადამიანის სულს! ყველამ თქვენს თავში ჩაიხედეთ და აღმოაჩინეთ რომ სწორედ ხელოვნებაა ის, რომელსაც ადამიანი თავის უმძიმეს პერიოდში თავს შეაფარებს და გადაარჩენს!

მოგიწოდებთ ყველა ხელოვანს, ერთად დავდგეთ და არ დავუშვათ გვებრძოლონ, რომ ხელოვნება მიუწვდომელი გახდეს თუნდაც ნებისმიერი ადამიანისთვის, თუნდაც ის არ იყოს ძალიან ნიჭიერი, ხელოვნება ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, ის სულიერი საზრდოა ნებისმიერითვის რაღაც დოზით, ნიჭიერება კი უფრო მაღალ საფეხურზე თავის გზას იპოვის!

აი, ჩემი პასუხი ჩემი კულტურის სახლის ადმინისტრაციას, რომელიც მთხოვს რომ წერილობით ვუპასუხო მათ ულტიმატუმს ,,თუ თანახმა არ ვიქნები დოლარის კურსით გათვალისწინებული მომატებული გადასახადი არ გადავიხადო 2017 წლის 1 იანვრიდან, შეწყვეტს ჩემთან დადებულ ხელშეკრულებას”, რომელიც 2016 წლის 1 სექტემბრიდან 2017წლის 1 ივლისამდეა ძალაში! მტყუან- მართალი თქვენ განსაჯეთ!!!

სხვა წერილს არ მივწერ ჩემს ადმინისტრაციას, დაე, მათ სინდისზე იყოს ჩვენი სტუდიის არსებობა-არ არსებობის საკითხი! სტუდია არსებობს და იბრძვის ბავშვების სულიერი აღზრდისთვის უმძიმესი 1994 წლიდან და არაერთი წარატების და ჯილდოს მფლობელია, თუმცა თავმდაბლად განვაგრძობთ არსებობას და დღემდე არავინ შეგვიწუხებია, რომ სამადლოდ გვაღიაროს! მთავარია ჩვენ მაინც ვიარსებებთ! იმიტომ, რომ ჩვენში ძლიერი ქართული გენია და ჯიუტები ვართ, იმაში, რასაც სიმართლე ჰქვია!!!”