ქუთაისში თეატრალური საზოგადოების ოფისს ცეცხლი გაუჩნდა.
სრულად დაიწვა შენობის მესამე სართული. ამ წუთებში ცეცხლის ჩაქრობას 4 სახანძრო მანქანა ცდილობს.
დამწვარია ორგანიზაციის ინვენტარი, არსებობს ცეცხლის საცხოვრებელ სახლებზე გადასვლის საშიშროება.
სამაშველო სამსახური ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობს.
ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.