5 დეკემბერი, 2016

ვაი პატრიოტებო, მიხედეთ ამ ისტორიული ძეგლის ნანგრევებს!

eristavis-sasaxleსაქართველოში უამრავი უნიკალური ძეგლია, რომელიც გადარჩენას საჭიროებს. ბევრ მათგანზე სარესტავრაციო სამუშაოები დაწყებულია, მაგრამ ბევრი მათგანი ისევ უმძიმეს მდგომარეობაში რჩება.

ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი მირმანოზ ერისთავის სასახლის ნანგრევებია მეჯვრისხევში.

ინფორმაციას სასახლის მძიმე მდგომარეობის შესახებ ნანა ილურიძე ავრცელებს:

“ეს მირმანოზ ერისთავის სასახლის ნანგრევები უკვე წლებია ასე ,,იწონებს თავს” მეჯვრისხევის ცენტრში. მისი პატრონი, სამწუხაროდ, არავინაა.

მეჯვრისხეველო ვაი პატრიოტებო, მიხედეთ ამ მართლაც ისტორიული ძეგლის ნანგრევებს… დავიჯერო ვერ ხედავთ!”