Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზურა ყიფშიძის საჩუქარი მაყურებელს

9 ნოემბერი, 2016

zura6თეატრისა და კინოს მსახიობი ზურა ყიფშიძე გამორჩეულად უყვარს ქართველ მაყურებელს. მის მიერ განსახიერებული თეატრალური თუ კინოროლები განუმეორებელი და დაუვიწყარია.

ამჯერად მსახიობმა თავის ერთგულ მაყურებელს კიდევ ერთი საჩუქარი მოუმზადა. მან საკუთარი შესაძლებლობები სულ სხვა ამპლუაში მოსინჯა და ტელეწამყვანი გახდა.

“ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ” – ასე ეწოდება თეატრალურ პროექტს, რომელიც დოკუმენტური სერიალია ქართველი მსახიობების შესახებ.

პროექტის წამყვანი ზურა ყიფშიძეა, რომელიც საზოგადოებას წარუდგენს თეატრისა და კინოს მსახიობებს, მათ როლებს, შემოქმედებას, ცხოვრებისეულ ისტორიებს.

გადაცემაში გამოყენებული იქნება საარქივო მასალა. რესპონდენტებად წარმოდგენილი იქნებიან თეატრმცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და იმ ემოციებსაც გაიხსენებენ, რაც მათ ამ მსახიობებთან აკავშირებდათ.