18 ნოემბერი, 2016

“ვეფხისტყაოსნის” გმირებს მიმები გააცოცხლებენ

vef2016 წელს შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე აღინიშნება.

პანტომიმის სახელმწიფო თეატრი იუბილეს რუსთაველის უკვდავი პოემის “ვეფხისტყაოსნის” პრემიერას უძღვნის.

სცენარის ავტორი მწერალი რევაზ მიშველაძეა, რეჟისურა, მუსიკალური გაფორმება და მხატვრობა თეატრის დამაარსებელს, მაესტრო ამირან შალიკაშვილს ეკუთვნის.

სპექტაკლში მთავარ როლს – შოთა რუსთაველს მაესტრო ამირან შალიკაშვილი ითამაშებს, როსტევან მეფეს – გიორგი გურგენიძე, თინათინს – სალომე ფილიშვილი, ნესტან-დარეჯანს – თათია გვასალია, ფატმანს – ნინო ლორთქიფანიძე, ტარიელს – ამირან შალიკაშვილი (ჯუნიორი), ავთანდილს – ვასილ კიპაროიძე, ფრიდონს – ირაკლი ბიბილური.

საპრემიერო წარმოდგენაში ასევე მონაწილეობენ სოფო ლოლაძე, ნინო დათუნაშვილი, ანა ჩაგელიშვილი, სალომე ოკუჯავა, ეკა დობორჯგინიძე, ია მიმინოშვილი, შოთა ქერაშვილი, გიორგი ტიელიძე, გიგი ლორია, გიორგი აფშილავა, გიორგი ზვიადაძე.

სპექტაკლში “ვეფხისტყაოსნის” ტექსტს მაესტრო ამირან შალიკაშვილი კითხულობს.

“ვეფხისტყაოსნის” პრემიერები პანტომიმის თეატრში 26 ნოემბერსა და 9 და 10 დეკემბერს გაიმართება.