17 ნოემბერი, 2016

“წელს შოთა რუსთაველის 850-ე იუბილე იყო. თბილისში ერთ ბილბორდს ვერ ნახავთ, რომელზეც ეს იქნება აღნიშნული…”

1shotaრეჟისორი რამაზ ბლუაშვილი შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეზე საუბრობს და გულისტკივილით აღნიშნავს, რომ ეს მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოში არავის გახსენებია.

– წელს 850 წლის იუბილე იყო შოთა რუსთაველის. თქვენ ვერ მაჩვენებთ თბილისში ვერც ერთ ბილბორდს, სადაც ეს არის აღნიშნული. აი, აქედან უნდა დავიწყოთ. არის რაღაც უბრალო დეტალები, რომლებზეც შემდეგ მომავლის აშენება შეიძლება.

რომ დაიწერებოდა ბილბორდზე შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე, ამაყი იქნებოდა ბავშვი, გუგლში ნახავდა, წაიკითხავდა, გაიგებდა, ყველაფერს აქვს ჯაჭვური რეაქცია. ინფორმაცია ყველანაირად უნდა მივიტანოთ მომავალ თაობებამდე.

იდეა მქონდა, სამწუხაროდ, არავინ მომისმინა. უამრავი მასალაა აფხაზეთზე ძველი გაგრა, სოხუმი, კადრები არსებობს. ვიდეობილბორდებით არის ქალაქი აჭრელებული. გავაკეთოთ 30 წამიანი შავ-თეთრი კლიპი – გაგრა და დავაწეროთ – არ დაივიწყო გაგრა!

შუქნიშანზე რომ გაჩერდება დედა და მანქანაში ბავშვი უზის უკან, ის დაინტერესდება გაგრა რა არის. დღეს გაგრა მათთვის არაფერი არ არის. მოდით, რეალურად ვაღიაროთ, მომავალი თაობისთვის საერთოდ არაფერს არ ნიშნავს გაგრა, ისიც კი არ იციან, სად არის – განუცხადა რეჟისორმა “ამერიკის ხმას”.