16 ნოემბერი, 2016

სმენადაქვეითებული კონკურსანტების ლეკური

nini-da-merabiპროექტმა “შენ შეგიძლია ცეკვა” მთელი საქართველო მოიარა და შეარჩია ის ნიჭიერი მოცეკვავეები, რომლებიც შოუში ყოფნას ყველაზე მეტად იმსახურებენ.

შოუში მონაწილეობის სურვილი ნინიმ და მერაბმაც გამოთქვეს. სმენადაქვეითებულმა კონკურსანტებმა ლეკური შეასრულეს, დარბაზისგან მხურვალე ოვაციები და ხანგრძლივი აპლოდისმენტები დაიმსახურეს, ჟიურის ოთხივე წევრი ფეხზე ააყენეს და მათგან დადებითი პასუხიც მიიღეს.

“თქვენთან შედარებით ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ,” – განაცხადა პროექტის ჟიურის უცხოელმა წევრმა, ატირებულმა ზაკ რისმა და ბავშვებს ჩახუტება სთხოვა.