24 ნოემბერი, 2016

“საყდრისის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით სწორი გადაწყვეტილება მივიღე”

1mixeil-giorgadzeსაქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ გიორგაძე საყდრისთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას ამართლებს და ასეთ განმარტებას აკეთებს:

“დღესაც ვფიქრობ, რომ საყდრისის სტატუსის მოხსნასთან დაკავშირებით თავის დროზე აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც იმ მომენტში არსებობდა და თვისობრივად არაფერი არ შეცვლილა იმის შემდეგ.

ერთადერთი საყვედური, რომელსაც ნაწილობრივ ვიღებ ამასთან დაკავშირებით გახლდათ ის, რომ ბევრად მეტი ძალიხსმევა უნდა დაგვეხარჯა ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაწილში, როდესაც ამ საკითხზე ვმსჯელობდით, თუმცა რამოდენიმეთვიანი განხილვები ამას წინ უსწრებდა პროფესიულ წრეებში.

საყდრისის საკითხი გადასულია სამართლებრივ სფეროში. კულტურის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში ოთხი სარჩელია შეტანილი. ამ ოთხი სარჩელიდან ერთის განხილვა დასრულდა და ის არ დაკმაყოფილდა. დარჩენილია სამი სარჩელი. საკითხის სამართლებრივი შეფასების პროცესი დაწყებულია. მე ნაბისმიერ ფორმატში მზად ვარ, დასმულ კითხვებს პასუხი გავცე, რაც არაერთხელ გამიკეთებია. საპარლამენტო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობა პარლამენტის პრეროგატივაა.”