Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულია

20 ნოემბერი, 2016

mariami-mamadashსაქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული მესამედ გახდა. ჯგუფების “ბზიკების” და “ქენდის” შემდეგ კონკურსი 10 წლის მარიამ მამადაშვილმა მოიგო.

239 ქულით ქართველმა მომღერალმა პირველობა არავის დაუთმო და სიმღერით “მზეო” კონკურსის ფავორიტი აღმოჩნდა. სიმღერა პროდიუსერმა და კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ დაწერა.

კონკურსანტი საბავშვო ევროვიზიისთვის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კომპეტენტურ ჟიურისთან ერთად შეარჩია.

წელს საბავშვო ევროვიზიის კონკურსში 17 ქვეყანა მონაწილეობდა და ის მალტის დედაქალაქ ვალეტაში გაიმართა.