4 ნოემბერი, 2016

“სამართლიანობა აღდგენილია!”

vandalizmi-agmashenebelzeგანახლებული აღმაშენებლის გამზირი დედაქალაქის მაცხოვრებლებისა თუ ტურისტებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია.

ზუსტად ერთი თვის წინ ისტორიკოსმა გიორგი კალანდიამ ახალი ტფილისის ტერიტორიიდან ფოტოკოლაჟი მოამზადა, სადაც საზოგადოების უკულტურობაზე გააკეთა აქცენტი.

ფოტოებიდან ყველაზე მეტი აღშფოთება 1912 წლის შენობაზე გამათბობლის დასამანტაჟებლად თვითნებურად გამომტვრეულმა კედელმა დაიმსახურა.

როგორც გიორგი კალანდიამ აღნიშნა, სამართლიან აღშფოთებას და პროტესტს შედეგი მოჰყვა და ვანდალიზმი აღიკვეთა:

“ძალიან მიხარია, როცა სამართლიან აღშფოთებას, ან პროტესტს შედეგი მოჰყვება. ძალიან მიხარია, რომ თბილისის მერიამ შესაბამის სამსახურებთან ერთად ოპერატიულად იმოქმედა და ვანდალიზმი აღკვეთა.

ყველას გახსოვთ ფოტოზე ეს ცნობილი სახლი და მისი გამონგრეული კედელი მილით და საკვამურით! დღეს სამართლიანობა აღდგენილია, შენობამ ისტორიული სახე დაიბრუნა, ყველას ვინც ეს გააკეთა დიდი მადლობა!”