7 ნოემბერი, 2016

ქართველი რეჟისორი უნგრეთში დააჯილდოვეს

irakli-gogiaუნგრეთში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართა.

სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ფესტივალში ქართველი რეჟისორი ირაკლი გოგიაც მონაწილეობდა, რომელიც ორგანიზატორებმა დააჯილდოვეს.

ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯილდო საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში აიღო.

ირაკლი გოგიას ჯილდო მიხეილ ბულგაკოვის “მორფის” საუკეთესოდ დადგმისთვის მიენიჭა.

ირაკლი გოგია:

”საუკეთესო რეჟისურა!!! დამაჯილდოვეს უნგრეთში. შეგიძლიათ მომილოცოთ!”