ქართველი მხატვრის საერთაშორისო აღიარება

bruno-vefxvadzeამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ ჯერსიში რეალისტური ფერწერის მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციის Art Renewal Center®-ის მიერ ჩატარებული მე-12-ე საერთაშორისო კონკურსის შედეგები გახდა ცნობილი.

ნატურმორტის განხრით საუკეთესო სამეულში ქართველი ხელოვანის ბრუნო ვეფხვაძის ნამუშევარი მოხვდა.

ბრუნო ვეფხვაძე ცნობილი ქართველი მხატვრის ჯოვანი ვეფხვაძის შვილია და იგი ვეფხვაძეების არაჩვეულებრივი დინასტიის ღირსეული გამგრძელებელია.

ეს არის პირველი ნამუშევარი საქართველოდან, რომელიც ასეთი მაღალი დონის კონკურსზე საუკეთესო სამეულში დასახელდა.