6 ნოემბერი, 2016

ქართულმა ფილმმა მთავარი პრიზი მოიგო

mariam-chachiaლაიფციგში სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური და ანიმაციური ფილმების რიგით 59-ე საერთაშორისო კინოფესტივალი DOK LEIPZIG 2016 გაიმართა.

სხვადასხვა ქვეყნის კონკურსატნებთან ერთად, კინოფესტივალში ქართველი რეჟისორიც მონაწილეობდა.

ახალგაზრდა რეჟისორის მარიამ ჭაჭიას სრულმეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა “მოუსმინე სიჩუმეს” DOK LEIPZIG 2016-ის მთავარი ჯილდო – ოქროს მტრედი მოიპოვა.

ეს არის ფილმი სიჩუმის სამყაროზე, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ადგილას მდებარეობს. თავშესაფარი თბილისის ყრუ ბავშვთა საჯარო სკოლაა, რომლის მოსწავლეებიც მთელ წელიწადს ცეკვის სწავლაში ატარებენ. ისინი სხეულზე ბიტების შეგრძნებით იმახსოვრებენ მუსიკის რიტმს. ცეკვა მათთვის ჩვენს სამყაროში შემოსვლის და ჩვენთან დაახლოების საშუალებაა.