მომეცი უფლება, გავხდე მსახიობი!

gigo-shiukashამ განცხადების ავტორი 21 წლის გიგო შიუკაშვილია, რომელიც ფართო საზოგადოებამ “იქს ფაქტორიდან” გაიცნო. მას მუსიკალური შოუ მიჰყავდა და მენტორებში, მონაწილეებსა და მაყურებელში დიდი სიყვარულიც მოიპოვა.

გიგო მოყვარული მსახიობია, 10 წლის განმავლობაში სპექტაკლებში მონაწილეობდა და სხვადასხვა როლებს ასრულებდა. მას სწავლის გაგრძელება თეატრალურ ინსტიტუტში სურს, რადგან მსახიობობა აქვს გადაწყვეტილი, თუმცა გიგოს პრობლემები შეექმნა.

გიგო შიუკაშვილი:

“წელს დავამთავრე სკოლა, სერტიფიკატი მომცეს, ატესტატი არა და რატომ? ჩემმა მეგობრებმა ჩააბარეს უმაღლესში და მე არა. მეთევზეობა არ მინდა და მზარეულობა არ მინდა. მომეცი უფლება, რომ გავხდე მსახიობი, რაც ძალიან მინდა!”