30 ნოემბერი, 2016

ხანძარი მოჭნისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ფასადზე

cminda-giorrgis-eklesiaახოსპირელის ქუჩაზე მდებარე მოჭნისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ფასადზე ხანძარი გაჩნდა.

ინფორმაცია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა.
სააგენტოს ხანძრის შესახებ ინფორმაცია კრწანისის რაიონის გამგებელმა გიორგი კოპალეიშვილმა მოაწოდა.

სააგენტოს ინსპექციის სამსახურმა, მონიტორინგის მიზნით, ეკლესია ადგილზე მოინახულა. შემთხვევის ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესამაბიმისი სამსახურის წარმომადგენლები და განხორციელდა პირველადი საპროცესო და საგამოძიებო ღონისძიებები.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ დამწვარია ეკლესიის კარი. სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდა არსებული ვითარების ფოტო ფიქსაცია, ასევე ჯგუფი დაუკავშირდა კრწანისის გამგებელს, რომელთან ერთადაც დამწვარი კარის აღდგენის სამუშაოები დაიგეგმა.

პირველ რიგში, უნდა მოიხსნას კარზე მიდგმული რკინის ვაგონი, რომელიც ხელს უშლის სამუშაოების წარმოებას. უნდა გაკეთდეს კარის ანაზომი და მოგროვდეს ხანძრისგან გადარჩენილი კარის დეტალების შეგროვება, რის შემდეგაც ანაზომებისა და გადარჩენილი დეტალების მეშვეობით მოხდება ახალი, ძველი კარის ანალოგიური კარის დამზადება.

wminda