19 ნოემბერი, 2016

გიზო ჟორდანია გარდაიცვალა

gizo82 წლის ასაკში რეჟისორი გიზო ჟორდანია გარდაიცვალა.

არაერთი ხელოვანის აღმზრდელი მთელი თავისი ცხოვრება ქართულ თეატრს ემსახურებოდა.

პედაგოგი და რეჟისორი თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ იყო თეატრალური ინსტიტუტის პრეპარატორი, მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, ბათუმის და რუსთაველის თეატრების დამდგმელი რეჟისორი, თბილისის ოპერისა და ბალეტის, ბათუმის ოპერის და გრიბოედოვის თეატრების მთავარი რეჟისორი, თეატრისა და კინოს ინსტიტუტის რექტორი, მსახიობის ოსტატობის კათედრის გამგე, რეჟისურის კათედრის გამგე, პროფესორი.

რეჟისორმა დადგა 100-ზე მეტი სპექტაკლი როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. საქართველოს სახალხო არტისტს მინიჭებული აქვს საქართველოს სახელმწიფო პრემია, მემედ აბაშიძის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, სანდრო ახმეტელის სახელობის პრემია, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის მედალი.