20 ნოემბერი, 2016

“გირჩევ გაიღიმო!”

datunaბოლო პერიოდში ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა სხვადასხვა საზრუნავით და პრობლემებით.

მომღერალი დათუნა მგელაძე საზოგადოებას რამდენიმე წუთით მოდუნებას სთავაზობს და გაღიმებას ურჩევს.

,,გირჩევ გაიღიმო!” – ასე ეწოდება მომღერლის ახალ სიმღერას, რომელიც რუსა სერგიასთან დუეტში ჩაწერა.

სიმღერა კომპოზიტორმა მაიკო კაჭკაჭიშვილმა დაწერა, არანჟირება და ტექსტი აჩი ვანიშვილს – რეპერ ძვალს ეკუთვნის.

ახალ დუეტზე კლიპი კი რეჟისორმა დათო შანავამ გადაიღო.