Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

გერმანელი მხატვრის ძვირფასი საჩუქარი ხელოვნების სასახლეს

23 ნოემბერი, 2016

vernerცნობილმა გერმანელმა მხატვარმა და მოგზაურმა ვერნერ რუდიგერმა ხელოვნების სასახლეს ძვირფასი საჩუქარი გადასცა.

ეს არის უნიკალური ფოტოებისა და სლაიდების კოლექცია, რომელიც გერმანელმა მეცნიერმა ტაო-კლარჯეთში გადაიღო.

ფოტოები მრავალმხრივაა საინტერესო – მაგალითისათვის ბევრი ისტორიული ძეგლი, რომელიც რუდიგერმა დააფიქსირა, დღეს უკვე სახეცვლილია, ან საერთოდ აღარ არსებობს. ფოტოებს მხატვრულისა და ეთნოგრაფიულის გარდა, დიდი სამეცნიერო მნიშვნელობაც გააჩნია, რადგან რუდიგერს დეტალურად აქვს გადაღებული ლაპიდარული და ფრესკული წარწერები.

ზოგიერთი მათგანი დღეს უკვე დაკარგულია და მხოლოდ რუდიგერის ფოტოებმა შემოინახა. ამ მხრივ აღსანიშნავია მამაწმინდის 12-სტრიქონიანი ასომთავრული წარწერა.

ფოტო კოლექცია ტაო-კლარჯეთის გარდა, საქართველოს და ჩრდილოეთ კავკასიასაც მოიცავს. ამ მხრივ საყურადღებოა აფხაზეთის ქართული ძეგლები.

ხელოვნების სასახლე მომავალ წელს ვერნერ რუდიგერის მოგზაურობებისადმი მიძღვნილი დიდი გამოფენისა და კატალოგის გამოცემას გეგმავს.

ღონისძიება გერმანია-საქართველოს საიუბილეო წელს და ექვთიმე თაყაიშვილის სამხრეთ საქართველოში მოგზაურობის 100 წლისთავს მიეძღვნება.

verne

vern