2 ნოემბერი, 2016

“ეს სრული იდიოტი ასეთი კარგი მწერალი როგორაა”

nika_naira– კითხულობს “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია და მწერალსა და პუბლიცისტს ნაირა გელაშვილს საჯაროდ აკრიტიკებს.

ნიკა გვარამია:

“ეს სრული იდიოტი ასეთი კარგი მწერალი როგორაა, ის გამკვირვებია. არადა, ძალიან კარგი მწერალია.

“არ შეიძლება „ნაცები“ პარლამენტში! ასეთ პარლამენტთან ერთად ხალხი ვერ იცხოვრებს! არ შეიძლება კიდევ უფრო ღრმა აზრითაც: თვით ლიბერალური ათეიზმით წელგამაგრებულებმაც არ შეიძლება მთლიანად უარყონ დანაშაულისა და ბედისწერის ერთმანეთზე გადაჯაჭვულობა! ვიდრე სისხლის სამართლისა და ზნეობრივი სამართლის დამნაშავეები პარლამენტში ისხდებიან და მათი ტრიბუნა „რუსთავი 2“ ასე გააგრძელებს მუშაობას, ქვეყანა სიკეთეს არ უნდა ელოდოს” (c) ნაირა გელაშვილი.”