Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“ჩვენს გვერდით დგანან მწერლები, პოეტები, მომღერლები”

2 ნოემბერი, 2016

mama-petre-kvaracxeliaსვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მოძღვარი მამა პეტრე (კვარაცხელია) საკუთარი პოეზიით და ქადაგებებით ცდილობს, ადამიანებში მეტი სიყვარული და სიკეთის კეთების სურვილი გააჩინოს.

მამა პეტრე თავის მრავალრიცხოვან მრევლს საკუთარი საქციელით უჩვენებს როგორ უნდა ვიზრუნოთ სხვებზე. იგი ყვარელში 90 წლის ნაზი სეფიაშვილთან იმყოფებოდა, რომელსაც მოხარშული კვერცხი ენატრება და დღეების განმავლობაში შიმშილობს.

მამა პეტრე:

“ვერ მოვითმენ, რომ არ გითხრათ. მართალია, გუშინდელმა რეალობამ შემძრა, მაგრამ დღეს თვალებს სიხარულის ცრემლები მისველებს…

უამრავი ადამიანი დამიკავშირდა, სურსათი, თანხა, ჩასაცმელი გროვდება, რომ ისევ შევეწიოთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ მოხუცებს.

ქართული სამოციქულო ეკლესია ყოველთვის დგას უპოვართა, მოუსაფართა გვერდით. გუშინ საპატრიარქოდან დამირეკეს და ნუგეში და თანდგომა გამოხატეს…

ეს წუთია, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში უწმინდესის თანამოსაყდრე, მამა სერაფიმე დამიკავშირდა, მონასტრის სახელით შეეწევა მოხუცებს…

ძალიან მალე საქველმოქმედო ფონდს დავაარსებთ და მსგავსი ღონისძიებები არ იქნება ერთჯერადი აქცია…

ჩვენს გვერდით დგანან მწერლები, პოეტები, მომღერლები, უბრალოდ, კეთილი ადამიანები, რომ გავუთბოთ ერთმანეთს ხელები…

მამა სერაფიმე, მაპატიე, ვიცი, არ მოგეწონება, შენი დაფარული სიკეთე ხმამაღლა რომ ვიყვირე, მაგრამ ეს ის მომენტია, რომელსაც მუდამ ვიყვირებ, სხვებიც რომ ავიყოლიოთ…”