3 ნოემბერი, 2016

“არ ვცემ პატივს იმ საბჭოთა ელიტის ღირებულებებს, ვინც ტაშს უკრავდა ყველაფერს”

giorgi-qadagidz– არ ვცემ პატივს იმ საბჭოთა ელიტის ღირებულებებს, ვინც ნაჩუქარი ბინის, შვილის მოწყობის, ოპერის (თეატრის) მოსაწვევის და ლიკანში მე-4 სამმართველოს ან “კომპოზიტორებში” დასვენების სანაცვლოდ, ტაშს უკრავდა ყველაფერს. გინდ ნიჭიერი რეჟისორი იყოს, მსახიობი, მწერალი, მსოფლიო თუ ოლიმპიური ჩემპიონი, მომღერალი, ექიმი თუ სხვა, – აცხადებს ილიაუნის პროფესორი გიორგი ქადაგიძე და საკუთარ განცხადებას არგუმენტებით ასაბუთებს.

გიორგი ქადაგიძე:

“ცოტა ხანი გადავდოთ ბოლო 10+ წელი და ნაცი/ქოცი ამბავი.

რომ არა 90 წლების დასაწყისის ვაკხანალია, დღევანდელი საქართველოს ეკონომიკის ზომისთვის უნდა მიგვეღწია 1996 წელს. დიახ, ახლა ვიქნებოდით განვითარებით იქ, სადაც ვიქნებით 20 წლის შემდეგ (დღევანდელი პოლონეთი).

91-94 წლებში საქართველომ დაკარგა თავისი ეკონომიკის 70%, ასეთი ვარდნა არ ჰქონია არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას.

შედეგად, საკუთარი ოჯახების გადასარჩენად 1 მილიონი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში (ეკონომიკურად და სოციალურად ყველაზე აქტიური მოსახლეობა).

მთლიანად მოიშალა განათლების, ჯანდაცვის, ფინანსური და ყველა სხვა ინფრასტრუქტურა.
ქვეყანა ჩაეფლო ენერგოდეფიციტის, კრიმინალის, კორუფციის და განუკითხაობის ჭაობში.
მომდევნო 10 წელი გზავნილები და ჯართის ექსპორტი გახდა ქვეყნის მთავარი შემოსავლის წყარო.

ყურადღება კითხვა:

ამ ყველაფრის შემოქმედებისგან და, რაც მთავარია, მათი უპირობო მხარდამჭერი ელიტისგან რომ არ მივიღო მორალის კითხვა შეცდომაა?

არ ვცემ პატივს იმ საბჭოთა ელიტის ღირებულებებს, ვინც ნაჩუქარი ბინის, შვილის მოწყობის, ოპერის (თეატრის) მოსაწვევის და ლიკანში მე-4 სამმართველოს ან “კომპოზიტორებში” დასვენების სანაცვლოდ, ტაშს უკრავდა ყველაფერს. გინდ ნიჭიერი რეჟისორი იყოს, მსახიობი, მწერალი, მსოფლიო თუ ოლიმპიური ჩემპიონი, მომღერალი, ექიმი თუ სხვა. სულ რომ გენიოსი და ოქრო იყოს მაინც.

ასე მარტივად არის ჩემთვის ყველაფერი.”