12 ნოემბერი, 2016

ანიტა რაჭველიშვილის საჩუქარი მორაგბეებს

anita1მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა საოპერო ვარსკვლავმა ანიტა რაჭველიშვილმა საქართველოს რაგბის ნაკრებს საჩუქარი გაუკეთა.

პარიზიდან თბილისში ჩამოსულმა მეცო სოპრანომ საქართველოსა და იაპონიის რაგბის ნაკრებებს უმღერა.

შეხვედრის დაწყებამდე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სპორტსმენებისა და დამსწრე საზოგადოებისთვის ანიტამ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაშზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა.