აიკრძალოს ვეფხისტყაოსნის სწავლება სკოლაში!

shota-rustწელს საქართველო შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს ზეიმობს. პუბლიცისტი ვასილ მაღლაფერიძე კი სკოლებში ”ვეფხისტყაოსნის” სწავლების აკრძალვას მოითხოვს და თავის მოსაზრებასთან დაკავშირებით განმარტებებსაც აკეთებს.

ვასილ მაღლაფერიძე:

“გსურთ, რომ ბავშვებიც და უფროსებიც დავბრუნდეთ წიგნებთან?!

განათლების სამინისტრომ უნდა აკრძალოს ვეფხისტყაოსნის სწავლება სკოლაში. პარლამენტმა უნდა შემოიღოს კანონი – მოქალაქეებს პირველ წაკითხვაზე ათასი ლარი ჯარიმა, მეორე წაკითხვაზე – ხუთი ათასი, მესამეზე – ციხე.

პოლიციას უნდა მიეცეს სახლების ჩხრეკის და პოემის ეგზემპლიარების ამოღების უფლება.

ტელევიზიებში უნდა გავიდეს სარეკლამო რგოლები, ვეფხისტყაოსნის მავნე ზეგავლენის შესახებ.

შემდეგ კანონი უნდა გავრცელდეს სხვა წიგნებზეც და საერთოდ აიკრძალოს კითხვა.

ჩვენი ეროვნული ხასიათიდან გამომდინარე, შედეგი გვექნება ფანტასტიური.”