Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

“3 წელია ამ ბიჭის გადარჩენას ვცდილობ”

1 ნოემბერი, 2016

mishiko– ძალიან სჭირდება ამ ბავშვს დახმარება. სიცოცხლე სჭირდება! – ამბობს მწერალი და ჟურნალისტი ანა ლაშხელი-ონიანი, რომელიც წლებია 16 წლის მიხეილ სხვიტარიძის გადასარჩენად იბრძვის. მეგობრებთან, რიგით ნაცნობებთან, თუ სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად, ანა ცდილობს, მიხეილის სასიცოცხლოს მნიშვნელოვანი ოპერაციისთვის საჭირო თანხა მოაგროვოს.

ანა ლაშხელი-ონიანი:

“3 წელია ამ ბიჭის გადარჩენას ვცდილობ ჩემს მეგობრებთან, ახლობლებთან, უცნობებთან თუ ნაცნობებთან…

ბევრი სიკეთის ხელი დავინახე… ბევრი კეთილი გული. ბევრი ნდობა და უნდობლობაც. სანაცვლოდ წინ მივდიოდით და 27 ათასი დოლარით ისევ ერთ ადგილზე ვდგავართ… ბავშვს კიდევ 44 ათასი დოლარი სჭირდება, რომ ისრაელში გავუშვათ და მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი ოპერაცია გაუკეთდეს.

ახლა მოგმართავ შენ, საქართველოს მთავრობავ, პრეზიდენტო, მეცენატო, ბიზნესმენო…

რა გაგიხდათ ამ ბავშვის წამება 3 წელი. ხომ შეიძლება სოციალურად დაუცველ ობოლ ბავშვს დაეხმაროთ და სიცოცხლე აჩუქოთ. განა ეს არ არის თქვენი პირდაპირი მოვალეობა? თუ ასეთი უსუსური და პრიმიტიულია ეს სახელმწიფო, რომ ბავშვებს სასიკვდილოდ ვიმეტებთ და ვერ ვშველით, რა ნატოზე გვაქვს მაშინ პრეტენზია?

ძალიან სჭირდება ამ ბავშვს დახმარება. სიცოცხლე სჭირდება…”