16 ნოემბერი, 2016

13 წლის მოცეკვავემ ჟიური აატირა

nita“შენ შეგიძლია ცეკვა” – ასე ეწოდება ახალ სატელევიზიო შოუს, რომელიც ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გადის.

შოუში მონაწილეობს ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ ცეკვა შეუძლია და პროექტში მონაწილეობის ღირსია, თუმცა ამას ჟიური წყვეტს დუტა სხირტლაძის, სალომე ჭაჭუას, ზაკ რისის და ნათია რთველიაშვილის შემადგენლობით.

ჟიურის წინაშე 13 წლის კონკურსანტი ნიტა ლომიძე წარსდგა, რომელმაც მეგი გოგიტიძის სიმღერაზე იცეკვა. ის ქორეოგრაფ თეა გობეჯიშვილის და ტელეწამყვან ნიკა ლომიძის შვილია. ნიტას მონაწილეობა აქვს მიღებული 5-ფილმში და ქართველ მაყურებელში დიდი პოპულარობითაც სარგებლობს.

მისმა საცეკვაო ნომერმა არა მარტო მაყურებელი აღაფრთოვანა, ჟიურის წევრები აატირა. ზაკიც, სალომეც, დუტაც და ნათიაც ნიტას ფეხზე წამოუდგნენ და შემდეგ ტურში გადასასვლელი ბილეთი გადასცეს.