Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

11 ქართველი ავტორი ბერლინის ლიტერატურულ ფესტივალზე

17 ნოემბერი, 2016

kultura11 თანამედროვე ავტორი და ხელოვანი გერმანულ აუდიტორიას საკუთარ შემოქმედებას გააცნობს.

ბერლინის ლიტერატურის ფესტივალზე “Stadt Land Buch 2016“ საქართველო ფოკუს ქვეყნის სტატუსით არის მიწვეული.

ნინო ხარატიშვილი, ლაშა ბუღაძე, ბექა ადამაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, ლიანა სტურუა, რატი ამაღლობელი, ტორესა მოსი, ანრი ლომია, დავით ადამაშვილი, კოტე ჯანდიერი და დიანა ანფიმიადი – ქართული პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილი ხუთი ლიტერატურული და კულტურული ღონისძიების მთავარი გმირები არიან.

მათი საღამოები ბერლინის სხვადასხვა ცნობილ სახელოვნებო სივრცეში – Deutsches Theater, TAK, Babylon Kino, Literaturhaus Berlin, Buchhändelerkeller გაიმართება.

ღონისძიებებს მოდერაციას წამყვანი გერმანელი ჟურნალისტები და ლიტერატურის კრიტიკოსები ტილმან შპრეკელსენი, კნუტ ელსტერმანი, კოლია მენსინგი, დანიელა სილი და გერმანიაში მოღვაწე ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი გაუწევენ.