9 ნოემბერი, 2016

უხუცესთა ანსამბლი ,,მაჭახელა” ,,ცოცხალ საკაცობრიო საუნჯედ“ აღიარეს

machaxeუხუცესთა ანსამბლმა ,,მაჭახელა” საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. მრავალხმიანი სიმღერების ანსამბლს იუნესკომ ,,ცოცხალი საკაცობრიო საუნჯის“ წოდება მიანიჭა.

,,მაჭახელას” არც ერთ წევრს მუსიკალური განათლება არ მიუღია, თუმცა თითოეულმა მათგანმა შეძლო და 3000 წლიანი ტრადიცია დღემდე შემოინახა. ანსამბლის წევრები არიან 77 წლის ისმაილი, 88 წლის ნევზათი, 65 წლის შუქრუ ჯესური, 69 წლის ჰამდი ერთურქი, 53 წლის მედენი ალთინი, 69 წლის მუჰამმეთ ბალჯი, 54 წლის მუჰითთინ გოქდემირი და 67 წლის ჯემალ ქარადენიზი.

ანსამბლის წევრები 15 წელია ქართულ ხალხურ სიმღერებს ასრულებენ. ისინი იბერია ოზქანმა (მელაშვილი) აღმოაჩინა. მას შეუერთდა ქართული საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი მომღერალი ბაიარ შაჰინი და “მაჭახელას” შემოქმედება ალბომად გამოიცა.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, სადაც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში (Living Human Treasures) მყოფი პირები და ანსამბლები დაასახელეს და ჯილდოები გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიალი სახელმწიფო არხების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

machaxel

machaxela