27 ნოემბერი, 2016

„უჩინმაჩინის ქუდი“ სცენას უბრუნდება

uchinmachinis-qudiჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის აზერბაიჯანულ სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ახალ დადგმებთან ერთად, ძველი სპექტაკლების აღდგენაზეც მუშაობენ და სულ მალე მაყურებელს გიორგი ერისთავის „უჩინმაჩინის ქუდის“ პრემიერაზე უმასპინძლებენ, რომელიც თითქმის 10 წელია დასს აღარ უთამაშია.

„უჩინმაჩინის ქუდი“ მაყურებლისთვის აზერბაიჯანულ ენაზე იქნება წარმოდგენილი და სპექტაკლში მხოლოდ ამ თეატრის მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. აღდგენის რეჟისორები ვარლამ (ლალი) და დავით ნიკოლაძეები არიან.

სპექტაკლი, რომელიც ცნობილი ქართველი დრამატურგის გიორგი ერისთავის პიესის მიხედვითაა შექმნილი, დედაქალაქის პროფესიულ თეატრალურ სივრცეში ნახევარსაუკუნოვანი პაუზის, აზერბაიჯანული თეატრის სცენაზე და რეპერტუარში კი 10 წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ დაბრუნდება.

სპექტაკლები დეკემბერში აკაკი ხორავას სახელობის მსახიობის სახლის სცენაზე გაიმართება და თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობებიც – ლეილა კასუმოვი, ფაზილ ბაირამოვი, ბინალი აკიპოვი, იზაბელა ალიევა და აისელ მამედოვი მაყურებელს იქ უმასპინძლებენ.