5 ნოემბერი, 2016

“საქართველოში მტერი თუ გყავს, უნდა ისურვო კულტურის მინისტრად დანიშნონ”

1gogi-gvaxariaარჩევნების დასრულებასთან ერთად, მთავრობაში სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი აქტიურ ფაზაში შევიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე მინისტრი თანამდებობას დატოვებს.

კინომცოდნე და კრიტიკოსი გოგი გვახარია კულტურის მინისტრის თანამდებობას ეხმაურება და ამ თანამდებობაზე დასანიშნად მხოლოდ მტერი ემეტება.

გოგი გვახარია:

“საქართველოში მტერი თუ გყავს, უნდა ისურვო კულტურის მინისტრად დანიშნონ.

თუ გინდა ადამიანი გაფუჭდეს, იქ უნდა გაუშვა, რადგან არც ერთ სხვა მინისტრს არა აქვს საქმე იმდენ ამბიციურ, პრეტენზიულ, თავის თავში შეყვარებულ ნევროტიკთან, როგორც კულტურის მინისტრს.”