16 ნოემბერი, 2016

მთავარი ჯილდო ბენედიქტ კამბერბეტჩს

benediბრიტანული სერიალი “შერლოკი” ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია სატელევიზიო სერიალებს შორის.

წლის მიწურულს უკვე 22-ედ გაიმართა ყოველწლიური დაჯილდოება “კრიტიკოსების რჩეული სატელევიზიო შოუები”, სადაც 22 ნომინაციაში ტელეკომპანია HBO-მ გაიმარჯვა.

14 ნომინაციით მეორე ადგილზე ABC და  Netflix გავიდნენ.

როგორც მოსალოდნელი იყო, კონკურსის ერთ-ერთი ფავორიტი ბრიტანული სერიალი “შერლოკ ჰოლმსი” გახდა.

ფილმში მთავარი როლის შემსრულებელმა ბენედიქტ კამბერბეტჩმა კი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კრიტიკოსებისგან მთავარი ჯილდო მიიღო.