20 ნოემბერი, 2016

“მზეს*უმზირა” – 16 წლის შემოქმედის კრებული

lizi16 წლის ლიზი ბუდაღაშვილი რიგით მეორე კრებულის “მზეს*უმზირა” წარდგინებას 22 ნოემბერს საქართველოს მწერალთა სახლში გამართავს.

წიგნში შესულია შემოქმედის ლექსები და პროზა. ეს ლიზის მეორე კრებულია. პირველი კრებული 2013 წელს გამოიცა.

მწერალთა სახლში დაგეგმილ საღამოზე წიგნის წარდგინებასთან ერთად მოეწყობა ავტორის მიერ შესრულებული ილუსტრაციების გამოფენაც.

ლიზი ბუდაღაშვილი უკრავს, ხატავს და წერს. ის არაერთი საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის გამარჯვებულია.

liz