27 ნოემბერი, 2016

ილია ჭავჭავაძე ნაგავსაყრელზე

ilia-nagavzeXXI საუკუნე საოცრებებით არის სავსე. ბევრჯერ გვითქვამს, რაღა უნდა მოხდეს ისეთი, რომ გაგვიკვირდესო, მაგრამ ადამიანები არ გვაძლევენ მოდუნების საშუალებას და ყოველდღე სულ უფრო და უფრო გვაკვირვებენ თავისი საქციელით.

ილია ჭავჭავაძის თხზულებები, მიხეილ ჯავახიშვილის რომანი, მოთხრობა, პიესა, ლიბრეტო, ნაწყვეტები, ლექსები, ლევან სანიკიძის დედა ისტორია, ალექსანდრე დიუმას “გრაფი მონტე კრისტო”, ჩიპოლინოს თავგადასავალი, ზღაპრები, ლოცვები – ეს იმ წიგნების არასრული ჩამონათვალია, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა.

ინფორმაცია და ფოტოები თეონა კიკვაძემ გაავრცელა:

– გული მეტკინა! წიგნები ნაგავსაყრელზე! ზედაც არავინ უყურებს, არავინ წუხს ბევრი. ვინც შეწუხდა, ამოარჩია და წაიღო. მალე ნაგვის მანქანა მოვა და დიდ ნაგავსაყრელზე წაიღებენ. ჩემი საყვარელი ზღაპრებიდან დაწყებული, ქართული თუ უცხოური მარგალიტებით დამთავრებული, ლოცვებიც, ყველაფერი ერთად მოიშორეს…” nagav

naga

nag

na

nagavi