26 ნოემბერი, 2016

იამაყეთ გორის ქალთა გუნდით!

gorisგორის ქალთა კამერული გუნდი ევროპაში საკონცერტო ტურნეს ქეთი მელუასთან ერთად მართავს.

ევროპის სხვადასხვა ქალაქებში მომღერლებმა უკვე ჩაატარეს კონცერტები, რომლებმაც სრული ანშლაგებით ჩაიარა.

კონცერტების სერია 20 დეკემბერს თბილისში დასრულდება.

მანამდე კი გორის ქალთა კამერულმა გუნდმა ქეთი მელუასთან ერთად კონცერტი ქალაქ ბრისტოლში გამართა.

“ხანდახან ქალაქში თუ ელექტროენერგია გაითიშა და, შესაბამისად, დარბაზში მიკროფონები გამოირთო… არ უნდა დაიბნე და ეგრევე აფრიკულებზე უნდა გადახვიდე,” – ასეთ ჩანაწერს აქვეყნებს გიო ცირამუა და ბრისტოლში ჩატარებული კონცერტიდან ნაწყვეტს ავრცელებს.